ვიქტორ იანუკოვიჩზე და მის ვაჟზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი ვაჟი ალექსანდრე იანუკოვიჩი ინტერპოლმა ძებნილებად გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ფაისბუქის საკუთარ გვრედზე განაცხადა.
არსენ ავაკოვის ინფორმაციით, ძებნაში არიან სხვა ყოფილი ჩინოვნიკებიც, მათ შორის უკრაინის ყოფილი პრემიერი ნიკოლაი აზაროვი.
შეგახსენებთ, მანამდე რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ განაცხადა, რომ უკრაინულ სამართალდამცავ ორგანოებს ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის რუსეთიდან ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ გაუგზავნიათ.
„ასეთი მოთხოვნის მიღებისას, წერილი საერთაშორისო ხელშეკრულებების და რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება“, – განაცხადა ჩაიკამ.

10935366_10204403351221554_1789522163_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები