თურქეთის საგარეო უწყება: საფრანგეთში ძებნილი ჰაიატ ბუნედიენი სირიაში იმალება
პარიზის ქაშერული საკვების მაღაზიაზე განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილე, ძებნილი ჰაიატ ბუმედიენი სირიის ტერიტორიაზე მიიმალა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.
ჩავუშოღლუს განცხადებით, ბუმედიენი სირიაში თურქეთის გავლით 8 იანვარს გაემგზავრა. მინისტრის ინფორმაციით, ძებნილი ბუმედიენი სტამბოლის აეროპორტში პირველად 2 იანვარს დააფიქსირეს. ბუმედიენი თურქეთში მადრიდიდან ჩავიდა და რამდენიმე დღის განმავლობაში სასტუმროში ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, რომ ჰაიატ ბუმედიენი ამედი კულიბალის ახლდა, როდესაც თავდამსხმელმა ქაშერული საკვების მაღაზიაში მძევლები აიყვანა. საფრანგეთის პოლიციამ მაღაზიის შტურმი 9 იანვარს განახორციელა. ამედი კულიბალი ლიკვიდირებული იყო. მისი მსხვერპლი კი მძევლად აყვანილი 4 ადამიანი გახდა. შტურმამდე ტერორისტმა ერთ-ერთ ფრანგულ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა. ტერორისტის განცხადებით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ წვრი იყო.