მოსკოვი: კიევს იანუკოვიჩის ექსტრადიცია არ უთხოვია

„უკრაინულ სამართალდამცავ ორგანოებს ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის რუსეთიდან ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ გამოუგზავნიათ“. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ განაცხადა.
„ასეთი მოთხოვნის მიღებისას, წერილი საერთაშორისო ხელშეკრულებების და რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება“, – განაცხადა ჩაიკამ.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურა რუსეთში გაქცეული უკრაინელი ყოფილი ჩინოვნიკების ექსტრადირებაზე მოთხოვნებს უგულებელყოფს. მისი ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებამ ძებნაში ვიქტორ იანუკოვიჩისდროინდელი 22 ყოფილი ჩინოვნიკი გამოაცხადა. ექსჩინოვნიკების მიმართ სისიხლის სამართლის საქმეები სახელმწიფო სახსრების გამოყენების, ფინანსური მაქინაციების, მიწების დაპყრობის და სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებითაა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები