საფრანგეთის სოლიდარობის მარშში 3 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა
საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ სოლიდარობის მარშში 3 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს ყველაზე მასობრივი აქცია იყო, რომელიც ოდესმე გამართულა საფრანგეთის დედაქალაქში.
“ბი-ბი-სის” ინფორმაციით, პარიზში სოლიდარობის მარშს, მსოფლიოს 40-ზე მეტ ლიდერთად ერთად, 1,6 მილიონამდე ადამიანი შეუერთდა. მათივე ცნობით, ათასობით ადამიანი შეიკრიბა მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც – ლონდონში, მონრეალში, ბერლინში, ბრიუსელში, ვენაში.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, სოლიდარობის მარში გუშინ პარიზის გარდა გაიმართა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც – ლიონი, ბორდო, მარსელი. მადრიდში შეკრებილმა მუსლიმებმა კი აქცია გამართეს სახელწოდებით – “არა ჩემი სახელით”.
საფრანგეთში გასულ კვირას განხორციელებული ტერაქტების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.