ბრიუსელში გაზეთ “Le Soir”-ის რედაქციიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა
ბრიუსელში სამართალდამცავებმა გაზეთ “Le Soir”-ის რედაქციიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განახორციელეს.
ევაკუაციას წინ უძღვოდა მუქარის შემცველი ანონიმური ზარი.
ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო ზარისას უცნობმა პირმა განაცხადა, რომ აფეთქების მუქარას სერიოზულად მოკიდებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რედაქციაში ბომბი აფეთქდებოდა. მანვე მოითხოვა, რედაქციამ შეწყვიტოს “შარლი ებდოსთან” დაკავშირებული სიახლეების გაშუქება.