ეგვიპტელ სტუდენტს ათეისტური შეხედულებებისთვის 3 წლით პატიმრობა მიესაჯა
ეგვიპტის სასამართლომ 21 წლის ქარიმ მოჰამედ ალ–ბანას პატიმრობა სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაკეთებული პოსტის გამო მიუსაჯა, სადაც ბიჭი აცხადებდა, რომ ათეისტი იყო. ამ ინფორმაციას „Agence France-Presse“ ბანის ადვოკატის მიწოდებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 21 წლის სტუდენტის წინააღმდეგ ჩვენება მისმა მამამაც მისცა. მამის მიცემული ჩვენების თანახმად ქარიმ ალ–ბანა ექსტრემისტულ შეხედულებებსაც იზიარებს.
ქარიმ ალ–ბანა ნოემბრის თვიდან პატიმრობაში იმყოფება. სასამართლომ ათეისტ სტუდენტს სამწლიანი პატიმრობის გარდა, ჯარიმის სახით 140 აშშ დოლარის გადახდაც დააკისრა.