„შარლი ჰებდოს“ მკვლელები ვერ ჩაახშობენ ჩვენს სულს და ფასეულობებს“
„მე ფრანგი ხალხის გვერდში ვდგავარ, „შარლი ჰებდოს“ მკვლელები ჩვენს სულს და ფასეულობებს ვერ ჩაახშობენ“, – აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში” დაწერა.
პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებთან ერთად ამჟამად პარიზში იმყოფება, სადაც სოლიდარობის მარში იმართება.