მერკელი პუტინს უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად ძალისხმევის გაძლიერებისაკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის კრიზისის მოგვარებისათვის ძალისხმევის გაძლიერებისაკენ მოუწოდა.
„უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა, მინსკის შეთანხმების შესრულებაში პროგრესის მიღწევის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას.
გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინაში კონსენსუსის მისაღწევად, მოსკოვმა სეპარატისტებზე თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს.
ე.წ. ნორმანდიის ფორმატით მოლაპარაკებების გამართვის შესახებ ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიმართა. უკრაინის მთავრობასა და პრორუს სეპარატისტებს შორის მინსკის შეთანხმება ბელარუსის დედაქალაქში გასული წლის სექტემბერში გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები