ისრაელის პრემიერ-მინისტრის საგანგებო მიმართვა ევროპაში მცხოვრებ ებრაელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენჟამენ ნეთანიაჰუმ, საფრანგეთსა და ევროპაში მცხოვრებ ებრაელებს ისრაელის სახელმწიფოში ემიგრირება შესთავაზა. მისივე თქმით, მიმართვა ევროპაში ანტისემიტიზმის მზარდი ტალღის პასუხია.

„მინდა, ვუთხრა საფრანგეთსა და ევროპაში მცხოვრებ ყველა ებრაელს, რომ ისრაელი არა მხოლოდ მათი სალოცავი ქვეყანაა, არამედ, ისრაელის სახელმწიფო მათი სახლია“, – განაცხადა პრემიერმა. მან  ებრაელთა ტრადიცია – ლოცვა სახით ისრაელისკენ იგულისხმა.

ნეთანიაჰუმ დეპუტატებს მოუწოდა, რომ არსებული საემიგრაციო კანონები ეცვალონ და გაამარტივონ, რათა ებრაელებმა ქვეყანაში პერმანენტული გადაადგილება შეძლონ.

„ამ კვირაში მინისტრები საგანგებოდ შეიკრიბნენ, რათა   საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქვეყნებისთვის წინ გადადგან  ის ნაბიჯები, რაც მათ ანტისემიტიზმის საფრთხეებს ააცილებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

„ყველა ებრაელს, რომელთაც ისრაელში ემიგრირება სურთ,თბილად და გაშლილი ხელებით მივიღებთ. ჩვენ მათ დავეხმარებით, აითვისონ ჩვენი სახელმწიფო, რომელიც ასევე მათი  სახელმწიფოა“.

პრემიერი აღნიშნული მიმართვით  საფრანგეთში სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმას გამოეხმაურა.

.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები