“Charlie Hebdo”–ს საქმის გამომძიებელმა კომისარმა თავი მოიკლა

ჟურნალ „Charlie Hebdo“–ზე ტერორისტული თავდასხმის საქმის გამომძიებელმა კომისარმა ელრიკ ფრედუმ თავის კაბინეტში ტაბელური იარაღით თავი მოიკლა. ამ ინფორმაციას ტელეარხი „France 3“ ავრცელებს.
ცნობილია, რომ 45 წლის კომისარი „Charlie Hebdo“–ს რედაქციაზე თავდასხმის საქმეს იძიებდა და გამოძიების თაობაზე მოხსენების გაკეთება ვერ მოასწრო. ფრანგული ტელეარხის ინფორმაციით ფრედუმ 9 იანვარს შუაღამისას მოიკლა თავი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები