სტამბულში სავაჭრო ცენტრში ბომბი გააუვნებელყვეს

სტამბულში 10 იანვარს ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს, რომელიც სავაჭრო ცენტრში იპოვეს. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის დასავლეთ ნაწილში, ბაშაკშეხირის რაიონში არსებულ სავაჭრო ცენტრში იქნა ნაპოვნი. ამ ინფორმაციას „ფრანც პრესი“ ავრცელებს.
სტამბულში ეს ამ კვირაში მომხდარი მეორე ინციდენტია. შეგახსენებთ სტამბულში სამშაბათს რუსეთის მოქალაქე თვითმკვლელმა დიანა რამაზოვამ ტურისტულ კვარტალში სულტანახმეტში თავი აიფეთქა, რომლის შედეგად თვითმკვლელი და პოლიციის ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები