ბოიარსკი: ჩემი და ნიჭიერი უკრაინელი ხალხის დაშორება შეუძლებელია, ეს ქართველებსაც ეხებათ (ვიდეო)
მსახიობი, მუსიკოსი მიხეილ ბოიარსკი 65 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბოიარსკის განცხადებით, მსახიობის პროფესიაში ყველაზე მთავარია არ ავნო სხვა ადამიანს. ბოიარსკი აღნიშნავს, რომ არტისტი პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს. ბოიარსკის თქმითვე, მისი დამოკიდებულება უკრაინელების მიმართ ისევ ისეთი დარჩა, როგორიც იყო.
„ჩემი და უკრაინელების დაშორება შეუძლებელია. ყველაფერი, რაც ხდება წყლის ზედაპირზე – იახტები, მეკობრეები, ბრძოლები – არ მაღელვებს. მე ვარ წყალში, სადაც მილიონობით სხვადასხვა ფერის და ხასიათის თევზებია. თევზებს შორის თავს შესანიშნავად ვგრძნობ… მე ყოველთვის მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება სხვა ქვეყნის ხალხი. ისინი კეთილი, ჭკვიანი, ნიჭიერი ხალხია. ეს ქართველებსაც ეხებათ – უნიჭიერესი ხალხია. ასევე ეს ეხებათ ებრაელებს, თათრებს. მე არტისტი ვარ და ჩვენ, არტისტებს ეროვნება არ გვაქვს“, – აღნიშნა ბოიარსკიმ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=wEM1VIjfePs” width=”560″ height=”315″]