პარიზის დისნეილენდში მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
პარიზის დისნეი-ლენდში მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. უსაფრთხოების სისტემა შეიარაღებული მამაკაცის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ამუშავდა. პარკში პოლიციის სპეცრაზმი გააგზავნეს. განგაში ცრუ აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ დღეს საფრანგეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა და ხელისუფლებამ ელისეის სასახლეში საგანგებო სხდომა ჩაატარეს. სხდომის შედეგად გაირკვა, რომ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე უახლოესი კვირეების მანძილზე არ შემცირდება.
„ჩვენ ნებისმიერი რისკისგან კვლავ არ ვართ დაცულები. სწორედ ამიტომ, ანტიტერორისტული გეგმა Vigipirate, რომელიც მაქსიმალურ დონემდე ავიდა, უახლოესი კვირების მანძილზე იმოქმედებს“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა ბერნარ კაზნევმა.
მინისტრის განცხადებითვე, უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული, პოლიციის თანამშრომელბის გარდა ამ პროცესში ასევე სამხედროები ჩაერთვებიან.