ნიგერიაში 10 წლის გოგონამ თავი აიფეთქა – დაღუპულია 19 ადამიანი
ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ მაიდუგურიში ბაზარში ტერაქტი მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა 10 წლის გოგონა – “კამიკაძემ“ აამუშავა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას საკუთარ თავზე არ აუღია.