“კეზერაშვილის კაბინეტში გადაწყდა ყველაფერი, ადეიშვილის და მერაბიშვილის ზედამხედველობით”

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა „მაგნატი,” „სენტა,” „ეკო” და სხვა წვრილი კომპანიები ადეიშვილისა და მერაბიშვილის დახმარებით ხელში ჩაიგდო – ამის შესახებ მომხმარებელთა უფლებების დამცველმა ბექა კემულარიამ „შენი მედია გუნდს” განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში საწვავის ბაზარზე მომხმარებლების ძარცვა არის მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე.
„ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა „მაგნატი,” „სენტა,” „ეკო” და სხვა წვრილი კომპანიები ადეიშვილისა და მერაბიშვილის დახმარებიოთ ჩაიგდო ხელში.
იმ პერიოდში დაირღვა სისხლის სამართლის კანონმდებლობა და კონსტიტუცია. მოგიყვანთ მაგალითს, თუ როგორ ჩაიგდო „სენტა” ხელში. როგორც დაზარალებული აცხადებს, კეზერაშვილის კაბინეტში გადაწყდა ყველაფერი, ადეიშვილის და მერაბიშვილის ზედამხედველობით. 22 მილიონ ლარად გააყიდინეს კომპანია, მაგრამ ამ ფასად მხოლოდ ქონება შეიძინეს. კომპანიას ვალდებულების გასასტუმრებლად დასჭირდა 15 მილიონი ლარი. მფლობელებს დარჩათ 7 მილიონი, შემდეგ დაიჭირეს ეს პირები და საპროცესო შეთანხმებისთვის 5 მილიონი ლარი გადაარიცხინეს კურორტ „ახტალის” რეაბილიტაციისთვის, დარჩენილ 2 მილიონ ლარად აიძულეს შეეძინათ ახალციხეში არსებული დანგრეული შენობა, რომელიც 800 ლარად იყო შეფასებული. ასეთი ფაქტები არაერთია.”- აცხადებს კემულარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები