„ალ-ქაიდას“ იემენის განყოფილებამ „შარლი ებდოზე“ თავდასხმის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო
ფრანგული სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმას „ალ-ქაიდას“ იემენის განყოფილება ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ორგანიზაციის წევრმა განუცხადა. მისი თქმით, ტერორისტები მიზანს საგულდაგულოდ არჩევდნენ. დაჯგუფების წევრის განცხადებით, ტერაქტი იმის გამო განხორციელდა, რომ საფრანგეთი ისლამის წინააღმდეგ ომში მონაწილეობს.
დაჯგუფების წევრმა ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმა – წინასწარმეტყველის მუჰამედის დასაცავად შურისძიების აქტი იყო.
ცნობისთვის, „შარლი ებდოს“ ტერაქტში ეჭვმიტანილი ერთ-ერთმა ძმამ საიდ კუაშიმ იემენში 2011 წელს ექსტრემისტების ბანაკში გადამზადება იმისთვის გაიარა, რომ შემდგომში საფრანგეთში თავდასხმა განხორციელებინა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში საფრანგეთში მოწყობილი ტერაქტების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 10 – ჟურნალ „შარლი ებდოს“ თანამშრომელი, ქაშერული საკვების მაღაზიაში აყვანლი 4 მძევალი და 3 პოლიციელი. დაიჭრა რამდენიმე ათეული ადამიანი.