საფრანგეთის პოლიცია პარიზში სამგლოვიარო მარშისთვის ემზადება

  ფრანგული ძალოვანი სტრუქტურები პარიზში სამგლოვიარო მარშისთვის ემზადებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მარში კვირას, 11 იანვარს გაიმართება. ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის, ჟან-მარკ ფალკონის განცხადებით, მარშის დროს პარიზში უსაფრთხოების ყველა ზომები იქნება მიღებული.
„მიღებული იქნება ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ მსვლელობაში მონაწილე ადამიანების სრული უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ფალკონმა.
გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სპეციალურ მიმართვაში თანამოქალაქეებს ტერორისტების მსხვერპლთა სოლიდარობის და რესპუბლიკური ფასეულობების მხარდასაჭერის მიზნად მარშზე მოსვლისკენ მოუწოდა.
ცნობილია, რომ სამგლოვიარო მსვლელობაში მონაწილეობის სურვილი ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, ასევე ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელებმა გამოთქვეს.
საფრანგეთში უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკოც ჩავა. შეგახსენებთ, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში საფრანგეთში მოწყობილი ტერაქტების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 10 – ჟურნალ „შარლი ებდოს“ თანამშრომელი, ქაშერული საკვების მაღაზიაში აყვანლი 4 მძევალი და 3 პოლიციელი. დაიჭრა რამდენიმე ათეული ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები