ტერორისტმა კუაშიმ სიკვდილამდე ფრანგულ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა (ვიდეო)

ერთ-ერთი ტერორისტი ძმა შერიფ კუაში, რომელიც ლიკვიდირებულია მძევლების აყვანის დროს ფრანგ ჟურნალისტებს დაუკავშირდა და ინტერვიუ მისცა.
სატელეფონო საუბარში, რომლის ჩანაწერი ტელეკომპანიამ BFM-TV-მ გამოაქვეყნა, შერიფ კუაშიმ განაცხადა, რომ ის „ალ-ქაიდას“ მიერ იყო გაგზავნილი, კერძოდ კი ტერორისტული ორგანიზაციის განყოფილებით, რომელიც იემენში მდებარეობს. BFM-TV-ს ეთერში ინტერვიუს მხოლოდ ნაწილი გავიდა.
ფრანგული ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ინტერვიუ ასევე მეორე ტერორისტმა, რომელმაც მაღაზიაში მძევლები აიყვანა – ამედი კულიბალიმ მისცა. მისი თქმით, კუაშების და მის მიერ განხორციელებული თავდასხმები სინქრონიზებული და დაგეგმილია.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის შედეგად საფრანგეთის პოლიციამ „შარლი ებდოს“ რედაქციაში ტერაქტში და ტიპოგრაფიის შენობაში მძევლების აყვანაში ეჭვმიტანილი ძმები შერიფ და საიდ კუაშები გაანადგურა. გარდა ამისა, მოკლულია ასევე ტერორისტი, რომელმაც ქაშერული საკვების მაღაზიაში ასევე მძევლად ქალები და ბავშვები აიყვანა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=js-y0TonH6Y” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები