ფრანსუა ოლანდი: თავისუფალი ერი ვართ და ზეწოლა ვერ გაგვტეხს

  ის, რაც ქაშერულ მაღაზიაში მოხდა, საშინელი ანტისემიტური აქტია – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ტერაქტების შესახებ სატელევიზიო გამოსვლისას ისაუბრა. როგორც ოლანდმა აღნიშნა, საუბარია ფანატიკოსებზე, რომლებსაც საერთო არაფერი გააჩნიათ მუსლიმურ რწმენასთან.
“ის, რაც ქაშერულ მაღაზიაში მოხდა, საშინელი ანტისემიტური აქტია”, – განაცხადა გუშინ ფრანსუა ოლანდმა.
„საფრანგეთი არ უნდა გაიხლიჩოს. ჩვენ თავისუფალი ერი ვართ და ზეწოლა ვერ გაგვტეხს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ტელემიმართვაში.
ოლანდმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ეს დიდი ტრაგედიაა. მან, ასევე, ორი დღის განმავლობაში მობილიზებულ სამართალდამცავებს მადლობა გადაუხადა.
ვინსენსის გარეუბანში მდებარე ქაშერულ მაღაზიაში ოთხი მძევალი დაიღუპა. ასევე გარდაცვლილია მაღაზიაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი პოლიციელი. AFP-ის ცნობებით, მძიმედ არის დაჭრილი ოთხი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები