ტერორისტმა ლიკვიდაციამდე „ისლამური ხალიფატის“ წევრობა აღაირა



  ფრანგმა ტერორისტმა ამედი კულიბალმა ლიკვიდაციამდე ცოტა ხნით ადრე, ტელეარხ BFM-თან სატელეფონო საუბარში აღაიარა, რომ ის „ისლამური ხალიფატის“ ბოევიკი იყო. რეპორტიორებთან საუბარში კულიბალიმ ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთში მის საქმიანობას იმამი ანვარ ალ–ავლაკი აფინანსებდა. მაგრამ კულიბალიმ ძმებ კუაშებთან კავშირი უარყო თუმცა აღნიშნა, რომ თავდასხმა ძმების მოქმდებებთან სინქრონულად განახორციელა.
როგორც ფრანგული მედია იტყობინება, სუპერმაკეტში ტელეფონზე ერთ–ერთი საუბრისას კულიბალიმ ტელეფონის ყურმილი ცუდად დადო და პოლიცია შიდა ვითარების მოსმენას ახერხებდა. როდესაც სამართალდამცევმა გაიგონეს, რომ კულიბალიმ თვითმკვლელის ლოცვა დაიწყო, ისინი მიხვდნენ, რომ დანებებას არ აპირებდა და მძევლების დახოცვა ჰქოდა გადაწყვეტილი. სწორედ ამიტომ მიიღეს სამართალდამცველებმა შტურმის დაწყების გადაწყვეტილება. შედეგად კულიბალი სამართალდამცავებმა მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები