ფრანსუა ოლანდის საგანგებო მიმართვა ფრანგ ხალხს
მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, არაფერი აქვთ საერთო მუსლიმთა რელიგიასთან, ამ ფანატიკოსებს არაფერი აქვთ საერთო ისლამთან – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ფრანგი ხალხისადმი ტელემიმართვის დროს განაცხადა.
ქვეყნის ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ფრანგ ხალხს სიფხიზლისა და ერთიანობისკენ.
“ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ და ვერანაირი სახის ზეწოლა ვერ გაგვტეხს“, -აღნიშნა ოლანდმა. მან მადლობა გადაუხადა პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის.
ფრანსუა ოლანდმა დაადასტურა, რომ ვინსენსის გარეუბანში ქაშერულ მაღაზიაში ოთხი ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ვინსენსის გარეუბანში მომხდარს ანტისემიტური თავდასხმა უწოდა.