კულიბელის ლიკვიდაციის ოპერაციის დროს 4 მძევალი დაიღუპა
ვინსენსის გარეუბანში ქაშერულ მაღაზიაში შტურმის შედეგად 4 მძევალი დაიღუპა, -ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ტვიტერზე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ვინსენსის გარეუბანში შეიარაღებული მამაკაცი, ამედი კულიბელი მაღაზიაში შეიჭრა და ხუთი ადამიანი მძევლად აიყვანა. სამართალდამცვლებემა მისი ლიკვიდაცია შეძლეს.
ფრანგულ მედიაში გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი კავშირში იყო „შარლი ებდოს“ რედაქციაზე ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილებთან. თავდამსხმელი ძმები კუაშების გათავისუფლებას ითხოვდა.