რამზან კადიროვი „ეხო მოსკვის“ რედაქტორს ემუქრება




   ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი “ეხო მოსკვის“ და მის რედაქტორს ემუქრება. კადიროვი მიიჩნევს, რომ ალექსეი ვენედიქტოვი მუსლიმების შეურაცხყოფას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო “რია- ნოვოსტი“ ავრცელებს.
„ვენედიქტოვმა რადიო ანტიმუსლიმურ რუპორად აქცია და მუსლიმები ამას დიდი ხანია ხედავენ, ამ სისტემაზე აქვს აღებული ორიენტაცია ავტორების მთელ გუნდს, რომელთაც რუსეთთან არაფერი აკავშირებს“, – აცხადებს კადიროვი.
კადიროვის ეს რეაქცია ვენედიქოტოვის მიერ კარიკატურების გამოქვეყნების თემაზე ჩატარებულ გამოკითხვას მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები