ძმები კუაშების მიერ დაკავებული მძევალი გათავისუფლებულია

ძმები კუაშების მიერ დაკავებული მძევალი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები კუაშები კი დამარტენ-ან-გოელში შტურმის დროს დაიღუპნენ.
ძმები შერიფ და საიდ კუაშების დაკავების სპეცოპერაცია სამართალდამცველებმა დღეს დილით დაიწყეს.
პოლიციამ ალყა შემოარტყა ერთ-ერთი შენობის საწყობს, სადაც ძმები მიიმალნენ. მათ ერთი ქალი ჰყავდათ მძევლად აყვანილი. შტურმი თავდამსხმელების ლიკვიდაციით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები