ალექსანდრე ქართველის საზოგადოების პრეზენტაცია

  20 მარტს, 17 საათზე, საქართველოს ეროვნულ –სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ალექსანდრე ქართველის საზოგადოების პრეზენტაცია გაიმართება. მოხდება საზოგადოების მიერ უკვე ჩატარებული ღონისძიებების ანგარიშგება, დაგეგმილი პროექტების დამსწრე საზოგადოებისთვის გაცნობა და საზოგადოების საპატიო წევრების დასახელება. პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.  აი, რა  აცნობა ,,კვირას”  საზოგადოების პრეზიდენტმა ლელა ქართველმა:
– ალექსანდრე ქართველის ღვაწლი უზომოდ დიდია, ამერიკის სამხედრო შეიარაღების განვითარების ისტორიაში. საქართველო სათანადო პატივს მიაგებს ავიაციის ლეგენდად აღიარებულ მსოფლიო დონის ავიატორს, სწორედ მისი სახელის უკვდავსაყოფად დავაფუძნეთ ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) საერთაშორისო საზოგადოება. ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, გავაღრმავოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების ფარგლებში. შეგახსენებთ, ალექსანდრე ქართველის საზოგადოება 2013 წლის 25 დეკემბერს ოფიციალურად დაფუძნდა. იგი აქტიური მოღვაწეობის სასტარტო წლებს დაუთმობს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, დამსახურებული ავიაკონსტრუქტორისა და ავიაინჟინრის, ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები