მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკზე მუშაობას იწყებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკზე მუშაობას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ეპიდემია განსაკუთრებით მძვინვარებს აფრიკის სიერა-ლეონეში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი სამუელ კარგბო იმედოვნებს, რომ ახალი ვაქცინა დაავადების გავრცელების რისკებს შეამცირებს, საუკეთესო შემთხვევაში კი იმათაც განკურნავს, ვინც დღეს სიკვდილს ებრძვის.
„ის, რომ ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი ანტიბიოტიკების შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ, ძალიან კარგია. ვირუსი ნელ- ნელა ვრცელდება სხვადასხვა, და მათ შორის მდიდარ ქვეყნებში. მე მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, რომ გავერთიანდეთ და ყველა ერთად ვებრძოლოთ ამ მომაკვდავ ვირუსს. ვშიშობ, თუ ეს ასე არ მოხდება, შესაძლოა, დაინფიცირდნენ თქვენი მშობლებიც, შვილები და ოჯახის წევრებიც“, – აცხადებს სიერა-ლეონეს ჯანდაცვის მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები