მოსკოვში მამაკაცმა საკუთარი ცოლი და შვილი მათში “უწმინდური ძალის არსებობის“ გამო მოკლა

მოსკოვში მეუღლის და ერთი წლის შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს.
სასამართლომ ფსიქიატრიული და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნა. ეჭვმიტანილს მკვეთრად გამოხატული ალკოჰოლური ფსიქოზი აღენიშნება.
“სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, იყო თუ არა მამაკაცი ადეკვატური მკვლელობის მომენტში. დაკითხვისას, ეჭვმიტანილმა აღნიშნა, რომ ოჯახის წევრებში მან უწმინდური ძალა დაინახა“, – წერს „ინტერფაქსი“.
შეგახსენებთ, რომ მოკლული ქალის და მისი შვილის გვამები მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში 6 იანვარს აღმოაჩინეს. მეუღლემ ქმარს შენიშვნა მისცა, რადგან ის განუწყვეტლივ სვამდა.
ცნობილია, რომ მეუღლის და ვაჟის მკვლელობის შემდეგ მამაკაცი აღსარების ჩასაბარებლად ეკლესიაში მივიდა. შემდეგ ის ქუჩაში სასეირნოდ გავიდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები