მამაკაცი, რომელიც საფრანგეთში მაღაზიას თავს დაესხა, მძევლების მოკვლით იმუქრება

მამაკაცი, რომელიც საფრანგეთში ქაშერული საკვების მაღაზიას თავს დაესხა, მძევლების მოკვლით იმუქრება. თავდამსხმელი ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილ ძმებ კუაშების გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს.
ცნობისთვის, ქაშერული საკვების მაღაზიაზე თავდასხმა 32 წლის ამედი კულიბალიმ და ჰაიატ ბუმედიენიმ განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ ქაშერული საკვების მაღაზიაში პარიზის აღმოსავლეთით თავდამსხმელებმა სულ მცირე 5 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ცნობილია, რომ დატყვევებულებს შორის ქალები და ბავშვები არიან. გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაღაზიასთან სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები