დონბასში სროლისას 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინის აღმოსავლეთით სიტუაცია დაიძაბა. უკრაინელი ძალების სპეცსამსახურის ინფორმაციით, ღამით უკრაინული სამხედროების პოზიციების მიმართ ცეცხლი 30-ჯერ გაიხსნა. სროლის შედეგად 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 8 კი დაიჭრა. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, სეპარატისტები იმ დროს აქტიურობენ, როდესაც დონბასში რუსეთიდან ჰუმანიტარული დახმარების კოლონა მიემართება. რუსული პრესის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტების 50 შეიარაღებული თავდასხმა დააფიქსირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები