საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანაში ელჩები დანიშნა

  საქართვლოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში და მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა.
როგორც „კვირას“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერაბ ანთაძე 2009 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 2 იანვრამდე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-სუამში“, მოლდოვის რესპუბლიკაში კი საქმიანობას 2014 წლის 1 მარტიდან შეუდგება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ჯანჯღავა 2013 წლის 2 ოქტომბრიდან დღემდე იკავებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას ირლანდიაში, საუდის არაბეთის სამეფოში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობას იგი 2014 წლის 3 აპრილიდან დაიწყებს. საქართველოს პრეზიდენტი დღეს მოლდოვის რესპუბლიკაში დანიშნულ ელჩს მერაბ ანთაძეს შეხვდა. შეხვედრისას საქართველოს და მოლდოვის, როგორც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები