პაკისტანელი მორწმუნეები „შარლი ებდოს“ რედაქციაზე ტერორისტულ თავდასხმას ამართლებენ
პაკისტანელი მორწმუნეები პარიზში, 7 იანვარს, ”შარლი ებდოს” რედაქციაზე თავდასხმას ამართლებენ და ამბობენ, რომ რედაქციის ჟურნალისტებმა დიდი დანაშაული ჩაიდინეს წინასწარმეტყველი მუჰამედის ცინიზმით გამსჭვალული კარიკატურის შექმნით. მათი თქმით, კარიკატურა არა მარტო მუსულმანური სარწმუნოების დამფუძნებლის შეურაცხყოფა იყო, არამედ მთელი მუსულმანური სამყაროსიც.
„შარლი ებდოს” რედაქციის მიერ გამოქვეყნებული კარიკატურა ცინიზმით აღსავსე და სამარცხვინო საქციელია. დღეს მსოფლიო მედია ამ საქციელს სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთ გამოხატულებად მიიჩნევს, არადა ეს ბარბაროსობაა. თუ მსოფლიო საზოგადოებას მშვიდი ცხოვრება სურს, მაშინ მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სარწმუნოებას და მსგავსი ბარბაროსული საქციელებისგან თავი შეიკავონ“, – განაცხადა პაკისტანის ცნობილმა ბიზნესმენმა მოჰამედ ენსანმა ისლამაბადში გამართული მესის შემდეგ.
პაკისტანის მთავრობამ, თავის მხრივ, პარიზში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა დაგმო. გარდაცვლილი ჟურნალისტების ოჯახებს მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა, რომ 11 დაშვებული ადამიანი მალე გამოკეთდებოდა. პაკისტანის მთავრობა 7 იანვრის ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ ისლამოფობიას ის არასდროს წაახალისებს.