ფრანსუა ოლანდი ტერორისტების დაკავების ოპერაციას პირადად უხელმძღვანელებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ტერორიზმში ეჭვმიტანილი ძმების დაკავების ოპერაციას თავად უხელმძღვანელებს. ამის შესახებ უცხოური პრესა იუწყება. როგორც ცნობილია, ამჟამად სამართალდამცავებმა ჟურნალ „შარლი ებდოს“ თანამშრომლების მკვლელობაში ეჭვმიტანილ ძმებთან კონტაქტი დაამყარეს. ახლა პოლიცია საიდ და შერიფ კუაშებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ტერორისტებმა პოლიციას შეატყობინეს, ისინი მზად არიან, „კამიკაძეები“ გახდნენ და თვითგანადგურება მოახდინონ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პოლიციამ ალყაში მოაქცია ქალაქ დამარტენ-ან-გოელში მდებარე ერთ-ერთი საწყობის შენობა. მანამდე გავრცელებული მონაცემებით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა, თუმცა პარიზის პროკურატურამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები