პარიზის აეროპორტმა სპეცოპერაციის გამო მუშაობის სქემა შეცვალა

საფრანგეთში შარლ დე გოლის სახელობის ეროპორტის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ თვითმფრინავების ფრენების სქემა „შარლი ებდოს“ თავდასხმაზე ეჭვმიტანილი ძმების დაკავების სპეცოპერაციის გამო შეიცვალა. ქალაქი დამარტენ-ან-გოელი, სადაც ოპერაცია მიმდინარეობს, აეროპორტის მახლობლად მდებარეობს, – წერს „ბი-ბი-სი“.
მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დროებით ორი ასაფრენი ზოლის დახურვის გადაწყვეტილება იყო მიღებული, თუმცა აეროპორტის ხელმძღვანელობამ ეს ინფორმაცია უარყო. აეროპორტში განაცხადეს, რომ არც ერთი რეისი არ გაუქმებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები