მარკ ცუკერბერგს პაკისტანელი ექსტრემისტი მოკვლით დაემუქრა

წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ პუბლიკაციების გამო ტერორისტები სოციალური ქსელის ფეისბუქის დამაარსებელს სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ. როგორც მარკ ცუკერბერგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რამდენიმე წლის წინ პაკისტანელი ექსტრემისტი მას სიკვდილით დასჯით დაემუქრა იმის გამო, რომ ფეისბუქმა მუჰამედის შესახებ შეურაცხმყოფელი პოსტები არ დაბლოკა. მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ სოციალური ქსელი ხალხს განსხვავებული პოზიციების გამოხატვის თავისუფლებას აძლევს და არავის მისცემს საშუალებას, კომპანიას საკუთარი წესები უკარნახოს.
მისი თქმით, შეზღუდვები მხოლოდ იმ პუბლიკაციებს ეხება, რომლებიც ექსტრემიზმის პროპაგანდას მოიცავს. მარკ ცუკერბერგმა საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა და მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი იდეების დასაცავად სიმამაცეს იჩენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები