პარიზის პროკურატურა მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას ადამიანების დაღუპვაზე ინფორმაციას არ ადასტურებს

პარიზის პროკურატურა „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდამსხმელთა დაკავების ოპერაციისას ადამიანების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს.
მანამდე „ბი-ბი-სიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა პარიზის ჩრდილო-აღამოსავლეთით სროლის შედეგად, ხოლო გაზეთ Le Parisien-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი.
პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დამარტენ-ან-გოელში საფრანგეთის პოლიცია „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმების სამძებრო ოპერაციას ატარებს. თავდამსხმელები ერთ-ერთ კომპანიის ოფისში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს.
ოპერაციის მიმდინარეობაში ვერტმფრენები ჩაერთნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები