საფრანგეთში მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა

პარიზში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ძმების დაკავების სპეცოპერაციის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. შემთხვევის ადგილზე 5 ვერტმფრენია გაგზავნილი. სამართალდამცავებმა ყველა გზა გადაკეტეს, რომლებიც იმ შენობასთან მიდის, სადაც ტერორისტები იმალებიან.
ძმებმა კუაშებმა, რომლებიც „შარლი ებდოს“ რედაქციაში თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილნი, ქალაქ დამარტენ-ან-გოელში ერთი ადამიანი ტყვედ აიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა. პირველი თავდასხმა ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე 2011 წელს მოხდა. ჟურნალმა გამოცემული ნომრის მთავარ რედაქტორად წანასწარმეტყველი მუჰამედი გამოაცხადა და გარეკანზე მისი კარიკატურა გამოაქვეყნა. 7 იანვარს მომხდარ თავდასხმამდე ერთი საათით ადრე კი, ჟურნალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები