„შარლი ებდოს“ რედაქციაში ტერაქტში ეჭვმიტანილებმა ერთი ადამიანი ტყვედ აიყვანეს

ძმებმა კუაშებმა, რომლებიც „შარლი ებდოს“ რედაქციაში თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილნი, ქალაქ დამარტენ-ან-გოელში ერთი ადამიანი ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამჟამად სამართალდამცავები შეიარაღებული ძმების მიერ გატაცებულ ავტომობილს მისდევენ.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა. პირველი თავდასხმა ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე 2011 წელს მოხდა. ჟურნალმა გამოცემული ნომრის მთავარ რედაქტორად წანასწარმეტყველი მუჰამედი გამოაცხადა და გარეკანზე მისი კარიკატურა გამოაქვეყნა. 7 იანვარს მომხდარ თავდასხმამდე ერთი საათით ადრე კი, ჟურნალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები