„ატოცში გაბმული მავთულხლართები ადმინისტრაციულ საზღვარს არ შეცვლის“

   ქარელის რაიონის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროები მავთულხლართების გავლების პროცესს აგრძელებენ. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარემ გოჩა რატიანმა განუცხადა, ის რაც ატოცში ხდება, იყო არა მავთულხლართების გადმოწევის ფაქტი, არამედ მათი გაბმის პროცესის განახლება.
„ეს არ იყო მავთულხლართების გადმოწევა, მათ ატოცის მიმართულებით განაახლეს მავთულხლართების გაჭიმვის პროცესი. ოლიმპიადის შემდეგ უბრალოდ ისევ განაახლეს. ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ ამ საკითხს. იქ არის ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფიც. შესაძლოა სახნავ-სათესი მიწების ნაწილი მოექცეს მათ კონტროლს ქვეშ. როგორც ასეთი, ადმინისტრაციული ხაზი არ იცვლება“,- განაცხადა გოჩა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები