ისლამისტებმა 2 ტუნისელი ჟურნალისტი მოკლეს

ლიბიის ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივ განყოფილებას წარმოადგენს, ტუნისელი ჟურნალისტების მკვლელობის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლენტა.რუ“ ავრცელებს.
ექსტრემისტების ვებგვერდებზე გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ „ალაჰის კანონი ამოქმედდა“. ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე ჟურნალისტები შეიარაღებულ „ბოევიკთან“ ერთად არიან გადაღებულები. მისი სახე ნიღბითაა დაფარული. როგორც ცნობილი გახდა, ჟურნალისტები იმაში დაადანაშაულეს, რომ ისინი იმ ტელეკომპანიისთვის მუშაობდნენ, რომელიც „რელიგიის წინააღმდეგ იბრძვის“.
ცნობისთვის, ტუნისელი ჟურნალისტები სოფიენ შურაბი და ნადირ კტარი 4 თვის წინ, 2014 წლის 8 სექტემბერს გაუჩინარდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები