ავღანეთში თალიბებს ხელისუფლებაში თანამდებობები შესთავაზეს

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ თალიბებს ხელისუფლებაში რამდენიმე თანამდებობა შესთავაზა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, თალიბების წარმომადგენლებს თანამდებობები შესთავაზეს იმ უწყებებში, რომლებიც სოფლის თემისა და საბაჟო საკითხებით არიან დაკავებულნი.
უცხოური მედიის ინფორმაციით, თალიბების ხელმძღვანელობამ ავღანეთის ხელისუფლების შეთავაზება ქვეყანაში საერთაშორისო ძალების არსებობის გამო უარყო.
ცნობისთვის, აშრაფ განის, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობაზე 3 თვის განმავლობაში იმყოფება, ხელისუფლების შემადგენლობა საბოლოოდ ჯერჯერობით არ დაუკომპლექტებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები