მაშველებმა „ეარ აზიას“ ლაინერის „შავი ყუთის“ სიგნალი დაიჭირეს

იავანსკის ზღვაში ავიაკომპანია „ეარ აზიას“ ლაინერის კატასტროფის ადგილზე, სავარაუდოდ, თვითმფრინავის „შავი ყუთის“ სიგნალები დააფიქსირეს. უცხოური პრესის ინფორმაციით, სიგნალი 300 მეტრის მოშორებიდან მიდიოდა, სადაც ლაინერის ბოლო ნაწილი ჩაიძირა.
ძლიერი დინების გამო მყვინთავებმა თვითმფრინავის კუდი ზედაპირზე ვერ ამოიტანეს.
ცნობისთვის, გუშინ, 8 იანვარს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ აღმოჩენილია კიდევ ერთი გვამი. საერთო ჯამში, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა 41 ცხედარია ნაპოვნი. მალაიზიური თვითმფრინავი Airbus А320 რადარებიდან 28 დეკემბერს გაუჩინარდა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 18 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები