„შარლი ებდოს“ მომდევნო ნომერი მომავალ კვირას გამოვა

სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ მომდევნო ნომერი მომავალ კვირას გამოვა. ამის შესახებ გამოცემის თანამშრომელმა პატრიკ პელუმ განაცხადა.
მანამდე ფრანგულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „შარლი ებდოს“ ტირაჟირების გასაგრძელებლად მზადაა, სატირულ რედაქციას მატერიალური და ჟურნალისტური დახმარება გაუწიოს.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა. ცნობისთვის, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციას საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებთან დიდი ხანია პრობლემები აქვს. პირველი თავდასხმა ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე 2011 წელს მოხდა. ჟურნალმა გამოცემული ნომრის მთავარ რედაქტორად წანასწარმეტყველი მუჰამედი გამოაცხადა და გარეკანზე მისი კარიკატურა გამოაქვეყნა.
გუშინ მომხდარ თავდასხმამდე ერთი საათით ადრე კი, ჟურნალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები