საფრანგეთში 88 ათასი სამხედროს და პოლიციელის მობილიზება მოახდინეს
სატირულ ჟურნალზე „Charlie Hebdo“–ზე თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში 88 ათასი სამართალდამცავის მობილიზება მოახდინა. ამ ინფორმაციას საფრანგეთის შსს მინისტრის ბერნარ კაზნევის განცხადებაზე დაყრდნობით “BBC” ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, მობილიზების შედეგად მოხდა მედიასაშუალებების რედაქციების, რელიგიური და სახელმწიფო დაწესებულებების, სკოლების, აეროპორტების, ტურისტული ღირსშესანიშნაობების დაცვის გაძლიერება. კაზნევმა ასევე განაცხადა, რომ ამ მომენტისათვის „Charlie Hebdo“–ზე თავდასხმის საქმეზე 9 ადამიანია დაკავებული. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმაში ორმა მთავარმა ეჭვმიტანილმა საფრანგეთის ჩრდილოეთში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვა და პარიზის მიმართულებით გაიქცა.