თურქეთის შსს: ქალი -„კამიკაძე“, რომელმაც თავი აიფეთქა – რუსეთის მოქალაქე იყო

ქალი -„კამიკაძე“, რომელმაც სტამბოლის პოლიციის განყოფილებაში თავი აიფეთქა – რუსეთის მოქალაქე იყო. ამის შესახებ თურქეთის შსს-ში განაცხადეს. ხელისუფლების მონაცემებით, „კამიკაძის“ სახელი დიანა რამაზოვა იყო.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, მისი ერთი კოლეგა კი დაიჭრა. უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმამდე ქალი ელაპარაკებოდა მძღოლს რუსულ ენაზე. მის ტელეფონში აღმოჩენილი ნომრები ასევე რუსეთთან კავშირს ამტკიცებენ. ცნობისთვის, აფეთქებაზე პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე თურქეთში აკრძალულმა მარქსისტულმა დაჯგუფებამ „გათავისუფლების რევოლუციურმა სახალხო ფრონტმა“ აიღო.
ქალი -„კამიკაძის“ მშობლების განცხადებით, ნანახი გვამი მათ ქალიშვილს არ ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები