ჩრდილო კორეამ მეზობელი სამხრეთ კორეის დაპყრობის გეგმა შეიმუშავა

ჩრდილო კორეამ მეზობელი სამხრეთ კორეის დაპყრობის 7-დღიანი გეგმა შეიმუშავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პრესა სამთავრობო წრეებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ცნობით, 2012 წლის 25 აგვისტოს ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვდა, სადაც სამხედრო ოპერაციის კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა.
ფხენიანის გეგმის მიხედვით, სამხრეთ კორეის ოკუპირება ერთ კვირაში უნდა დასრულდეს ანუ მანამდე, სანამ ოპერაციაში აშშ ჩაერთვება.
გეგმაში ასევე მითითებულია, რომ ომი 15 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს, თუ შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგობის დასაძლევად ერთი კვირა საკმარისი არ იქნება.
გეგმა ასიმეტრიული ომის საშუალებების, მათ შორის ბირთვული და ბალისტიკური იარაღის გამოყენებას ითვალისწინებს.
საომარ მოქმედებებში 200 000-კაციანი სპეციალური დანიშნულების ძალები ჩაერთვებიან, რომლებსაც არტილერია და ავიაცია გაუწევს მხარდაჭერას.
კიმ ჩენ ინი თვლის, რომ ჩრდილო კორეის სოციალისტური წყობა მსოფლიოში საუკეთესოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები