საფრანგეთში, ჟურნალის რედაქციაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ეჭვმიტანილის ნათესავი უნდა დაჰკითხონ

საფრანგეთში, სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაში მომხდარი ტერაქტის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ეჭვმიტანილის ნათესავია. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური პრესა ავრცელებს. აღნიშნული პირი, რომელიც სამართალდამცავების მონაცემებით, ეჭვმიტანილთა სიაში არ შედის, დროებით დააკავეს. მას უახლოეს მომავალში დაჰკითხავენ, – წერს უცხოური პრესა.
სავარაუდო დამნაშავის ნათესავი ბელგიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ შარლევილ-მეზიერში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
ცნობისთვის, ქალაქ შარლევილ-მეზიერში ჩხრეკის პარალელურად სპეცოპერაცია ქალაქ რეიმსშიც ჩატარდა. სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ბინა გაჩხრიკეს, თუმცა ტერორისტები იქ არ აღმოჩნდნენ.
გუშინ, 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა.
ცნობისთვის, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციას საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებთან დიდი ხანია პრობლემები აქვს. პირველი თავდასხმა ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე 2011 წელს მოხდა. ჟურნალმა გამოცემული ნომრის მთავარ რედაქტორად წანასწარმეტყველი მუჰამედი გამოაცხადა და გარეკანზე მისი კარიკატურა გამოაქვეყნა.
გუშინ მომხდარ თავდასხმამდე ერთი საათით ადრე კი, ჟურნალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები