„შარლი ებდოზე“ თავდასხმა შესაძლოა, „ალ-ქაიდას“ მიერ იყოს ორგანიზებული

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს, რომ პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე მომხდარი თავდასხმა შესაძლოა, „ალ-ქაიდას“ მიერ იყოს ორგანიზებული. დაუზუსტებელი ინფორმაციით, „შარლი ებდოს“ მთავარი რედაქტორი „ალ-ქაიდას“ დასახვრეტი პირების სიაში იყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზში „შარლი ებდოს“ რედაქციაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 12 ადამიანი. თავდასხმის სავარაუდო მიზეზი სატირული გამოცემის მიერ წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის შექმნა გახდა. თავდასხმის ერთ-ერთი მომსწრე ამბობს, რომ რედაქციაში შეჭრისთანავე შეიარაღებულმა პირებმა არაბულად დაიწყეს ყვირილი: „დიდება წინასწარმეტყველ მუჰამედს“ („ალაჰ აკბარ“). სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ თავდასხმა ისლამისტების მიერ არის ორგანიზებული.
„შარლი ებდოს” ვებგვერდი, რომელიც ტერორისტული შეტევის შემდეგ „ოფლაინზეა“, გარდაცვლილებისა და დაშავებულების სოლიდარობის ნიშნად მხოლოდ ერთ გამოსახულებას აჩვენებს – „მე ვარ შარლი“. პარიზში გამართულ საპროტესტო აქციებზე შეკრებული დემონსტრანტებს ბანერებზეც იგივე წარწერებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები