სამეგრელოში უკანონოდ მოჭრილი ნაძვის ჯიშის ხე-ტყე აღმოაჩინეს
სამეგრელოში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს ტერიტორიაზე დასაწყობებული 30-მდე კუბური მეტრი ნაძვის ჯიშის ხე-ტყე აღმოაჩინეს. როგორც “კვირას” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს ტერიტორიაზე, დაუდგენელი პირების მიერ მოჭრილი და დასაწყობებული 30-მდე კუბური მეტრი ნაძვის ჯიშის ხე-ტყე (მრგვალი მორები) აღმოაჩინეს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას გადაეგზავნება.