საფრანგეთში 100 000-მდე მოქალაქე პარიზში მომხდარ ტერაქტს აპროტესტებს

საფრანგეთში სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ რედაქციაზე მომხდარ თავდასხმას ათასობით ადამიანი აპროტესტებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლე ფიგარო“ ავრცელებს. არსებული მონაცემებით, აქციები საფრანგეთის 21 ქალაქში ტარდება. ქუჩებში 100 000-მდე ადამიანია გამოსული. როგორც უცხოური პრესა იუწყება, გარდა საფრანგეთის ქალაქებისა, საპროტესტო აქციები ასევე ბრიუსელში და ლონდონში გაიმართა.
ცნობისთვის, ფრანგული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებმა განაცხადეს, რომ მზად არიან „შარლი ებდოს“ ნებისმიერი დახმარება გაუწიონ იმისთვის, რომ თანამშრომლებმა ჟურნალის შემდგომი ნომრების გამოშვება შეძლონ.
შეგახსენებთ, გუშინ, 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა.
ცნობისთვის, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციას საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებთან დიდი ხანია პრობლემები აქვს. პირველი თავდასხმა ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე 2011 წელს მოხდა. ჟურნალმა გამოცემული ნომრის მთავარ რედაქტორად წანასწარმეტყველი მუჰამედი გამოაცხადა და გარეკანზე მისი კარიკატურა გამოაქვეყნა.
გუშინ მომხდარ თავდასხმამდე ერთი საათით ადრე კი ჟურნალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

10893422_902560329784206_87993184_n 10922111_902560323117540_143408458_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები