პარიზში სროლაა, დაჭრილია პოლიციელი

პარიზის სამხრეთით მომხდარი სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა ქალი-პოლიციელი. ამ ინფორმაციას სააგენტო „ტელეგრაფი“ ავრცელებს. უცხოურ პრესაში ასევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ დაჭრილია 2 პოლიციელი.
სამართალდამცავები ინციდენტს გაზეთ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე მომხდარ ტერაქტს ჯერჯერობით არ უკავშირებენ.
დამნაშავე მეტროს უახლოეს სადგურზე გეგმავდა დამალვას, თუმცა სამართალდამცავებმა ის დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯავშანჟილეტში ჩაცმული დაკავებული შემთხვევის ადგილზე  საკუთარი მანქანით მივიდა. ცნობისთვის, საფრანგეთის შს მინისტრმა ბერნარ კაზნევმა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მიერ საგანგებოდ დაგეგმილი შეხვედრა დატოვა, რათა შემთხვევის ადგილი მოენახულებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები